საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შეხვედრა კარდიფის უნივერსიტეტში

2024 წლის 11-12 სექტემბერს კარდიფში, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში, ჩატარდა  ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) სწავლა-სწავლების  2024 წლის თემატური ჯგუფის  "სწავლა და სწავლება სტუდენტების გაძლიერების მიზნით" მეორე შეხვედრა.  აღნიშნულ თემატურ ჯგუფში გაერთიანებულია  ევროპის 10 უნივერსიტეტი გაერთიანებული სამეფოდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, საბერძნეთიდან, ირლანდიიდან, პორტუგალიიდან, ესპანეთიდან, შვედეთიდან და თურქეთიდან. ჯგუფს ხელმძღვანელობს პროფესორი სტივენ რაზერფორდი კარდიფის უნივერსიტეტიდან და კოორდინაციას უწევს ჰელენ პეტერბაუერი ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციაციიდან. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ პროფესორი მზია წერეთელი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ამავე ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი იზაბელა პეტრიაშვილი და ენების ცენტრის მასწავლებელი, დოქტორი ინა ბარათაშვილი.

 

შეხვედრაზე უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა წარმოადგინეს  სტუდენტთა სწავლა-სწავლების გაძლიერების  პრაქტიკები და ხედვები ინსტიტუციურ დონეზე სწავლა-სწავლების ორგანიზებასა და იმპლემენტაციაზე. თსუ-ს მხრიდან მოხსენებით გამოვიდა ასოც. პროფრსორი იზაბელა პეტრიაშვილი. თსუ-ს ჯგუფმა ინტენსიურად იმუშავა სტდენტების გაძლიერების რეკომენდაციებზე და ჩარჩო-დოკუმენტზე, რომელიც დაფუძნებულია მთლიანობით, ეკოლოგიურ მიდგომაზე.

 

აღნიშნული ჯგუფის მესამე შეხვედრა ჩატარდება ნოემბერში, შვედეთში, სადაც შეჯამდება ჯგუფის მუშაობა,  მომზადდება ანგარიში EUA-ს ვებ-გვერდზე გამოსაქვეყნებლად და წარმოდგენილი იქნება 2025 წლის თებერვალში EUA-ს  ყოველწლიურ ფორუმზე კორკში, ირლანდია.

თარიღი: 19/09/2024